არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს.
ასევე, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავდა 75 წლის ქალი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, ის, ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.
გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი აცხადებს, ორმა პირმა, ძმებმა, დაკავებამდე თვითდაზიანება მიიყენეს.








