აჭარაში კორონავირუსის გამო 13 სკოლა და 6 ბაღია დახურული. გარდა ამისა, 24 კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
დღეს, 26 აპრილს აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 121 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , გამოჯანმრთელდა 1 058 ადამიანი .
ცნობისათვის მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 147 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 125 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.
წყარო : “მთავარი”.










