ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდ კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.
ამ დროსათვის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
“12 და 13 იანვარს სასწავლო პროცესი შეჩერდა. ამ რიცხვებში დაგეგმილი ლექციები, პრაქტიკული, ლაბორატორიული სამუშაოები და აქტივობები ჩატარდება 14 და 16 იანვარს. ფინალური გამოცდები დაიწყება 17 იანვრიდან.”-ვკითხულობთ უნივერსტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.