რუსთავში 14 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
ლუკა კაპანაძე სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დედის თქმით, მოზარდი მას 2 დღის წინ დაუკავშირდა
„2 დღის წინ დამირეკა, მითხრა მხოლოდ 2 სიტყვა, კარგად ვარო. იმავე ნომერზე რომ გადავრეკე, მითხრეს რომ ისნის მეტროსთან იმყოფებოდა და გამვლელისთვის უთხოვია ტელეფონი“, – ამბობს დედა.
ლუკა კაპანაძეს აცვია შავი ქურთუკი და ახურავს შავი კეპი.
საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე – 555474280.











