აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ჯანდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა.
გასულ თვეში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადასტურა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა აშშ-ში.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრინველის გრიპი იწვევს მძიმე ავადმყოფობას და სიკვდილს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მისი გავრცელების რისკი დაბალია და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ არის გამოვლენილი.
3 იანვრის მდგომარეობით, აშშ-ში ფრინველის გრიპის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.
ადამიანებში ინფექციის სიმპტომები ხშირად მოიცავს ყელის ტკივილს, ხველას, ცხელებას, სურდოს ან ცხვირის გაჭედვას, თავის ტკივილს, კუნთების ან სხეულის ტკივილს, დაღლილობას და ქოშინს. ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, დიარეა და კრუნჩხვები.
თითქმის ყველა დადასტურებულ შემთხვევას ჰქონდა პირდაპირი შეხება ინფიცირებულ პირუტყვთან.
წყარო: ABCnews-ი.