The Wall Street Journal-ის შეფასებით, შეერთებულ შტატებში უკრაინის პრეზიდენტის გულგრილმა მიღებამ აჩვენა, რომ ვაშინგტონი მზად არ არის უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკიმ ამერიკაში ვიზიტის დროს ძირითად მიზანს ვერ მიაღწია – ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით დარტყმების უფლება არ მისცა.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ზელენსკი ვაშინგტონში უკრაინის გამარჯვების გეგმის წარდგენისას ცდილობდა, შეერთებული შტატებისგან უკრაინის უსაფრთხოების მეტი გარანტია და მეტი სამხედრო დახმარება მიეღო. თეთრ სახლში კი ზელენსკის გეგმას სიფრთხილით მოეკიდნენ.