აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან ბრძოლისა და ვირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ინიციატივას 96 კანონმდებელმა მისცა ხმა, წინააღმდეგი არავინ იყო. წარმომადგენელთა პალატა დოკუმენტს კენჭს 29 მარტს უყრის.
გეგმის მიხედვით, აშშ-ის ზრდასრული მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 75 000 დოლარზე ნაკლებია დახმარების სახით 1200 დოლარს მიიღებენ . ოჯახები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 150 000 დოლარზე ნაკლებია, სახელმწიფოსგან 2400 დოლარს და დამატებით თითოეულ ბავშვზე 500 დოლარს მიიღებენ.
გეგმის მიხედვით სახელმწიფო დაეხმარება ბიზნესს და მოახდენს დახარალებულთა კომპესირებას.
აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70 000-ს აღწევს. გარდაცვლილია 1000-ზე მეტი.
დაინფიცირებუ;ლთა რაოდენობამ 1000,-ს ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 69 000-ს გადააჭარბა.