თვეების განმავლობაში, აშშ უკრაინას იარაღს აწვდიდა დიდი კონტრშეტევისთვის, რომლის მიზანი რუსი ოკუპანტებისგან სამხრეთის რეგიონების გათავისუფლებაა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი თეთრ სახლში ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური წყაროს განცხადებით, უკრაინამ აშშ-ს კონტრშეტევისთვის განკუთვნილი იარაღი სთხოვა. აშშ-ის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნები, კერძოდ, მიაწოდა დამატებითი საბრძოლო მასალა, საარტილერიო სისტემები და Javelin-ი. მიწოდება განხორციელდა ბოლო ორი თვის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დახმარების რამდენიმე პაკეტის ფარგლებში.