აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, საგარეო დახმარების დროებით შეჩერების ბრძანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გასცა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპრატამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.
Reuters-ს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელმა განუცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროექტებზე მომუშავე თანამშრომლებს სამუშაოების შეჩერება უბრძანეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა.
წყარო: ინტერპრესნიუსი