LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას, გავასაჩივრებთ” – ბაჩო ახალაიას ადვოკატი

დაპოსტა 2025/12/29-ში
39
ნახვა
გაზიარება

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმეში მტკიცებულებები არ დევს და დაცვის მხარე ახალაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

„დღეს საჩივარი შემაქვს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. რაც შეეხება მოლოდინებს, არ მაქვს რაიმე სახის დადებითი მოლოდინი, მაგრამ ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვგეგმავთ ამ საკითხის გასაჩივრებას და ეს არის ფორმალური ხასიათი, რომ აუცილებლად ყველა შიდა ინსტანცია უნდა გამოვიყენოთ“, – განახადა ადვოკატმა.

ველიჯანაშვილის თქმით, „ბაჩო ახალაია გაოგნებულია, რადგან არ ახსენდება მსგავსი ქეისი, რომ ვინმე მხოლოდ და მხოლოდ ზარის გამო დაეკავებინოთ“.

როგორც ადვოკატმა განმარტა, გამოძიებისთვის უცნობია IP მისამართიდან ზარი განხორციელდა, „მესიჯი“ თუ რაიმე სხვა ფორმით შედგა ის კომუნიკაცია, რომელსაც ახალაიას ედავებიან. მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდია, რაც არ შეიძლება რომ მტკიცებულების ფორმით იქნეს განხილული

„მეორე რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აღმაშფოთებელია – რასაც მოჰყვა, რომ მეუღლესთან ერთად დააკავეს, ამით აშანტაჟებდნენ და ამას ისეთ დიქტატურულ ქვეყნებშიც ვერ იხსენებს, რომელიც ყველამ ვიცით. არავის ახსენდება გარემოება, რომ ცოლი დაეჭიროთ და ჩვენების მიცემით გევაჭრებოდნენ.

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რაზეც საუბარია, კომუნიკაციის სახეა, რომ თითქოს ინტერნეტ პროვაიდერის IP მისამართი, რომელიც ანი ნადარეიშვილს ეკუთვნის, იქიდან არის განხორციელებული კომუნიკაცია პაატა ბურჭულაძესთან. ისიც არ იციან ეს კომუნიკაცია ზარია, „ესემესია“ თუ რაიმე სხვა ფორმა, ანუ შინაარსი უცნობია და ამ IP მისამართიდან ვინ და რა მოწყობილობით განახორციელა კომუნიკაცია, ესეც უცნობია. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი, რაც არ შეიძლება რომ მტკიცებულების ფორმით იქნეს განხილული“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის მტკიცებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„[კომუნიკაციის დროს შემდგარი საუბარი] ამოღებული არ არის, ასეთი რაღაც არ არსებობს ბუნებაში, ვერც ამოიღებენ, რადგან მოგვიანებით არის ამოღებული. ამ ტექნოლოგიებით ამ საუბრის ამოღებაც შეუძლებელია და მეორეა, რომ ამ დროს ღონისძიება არც ხორციელდებოდა. ტელეფონები ამოღებულია და შეუძლიათ ნახონ როდის ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია. ყველა დარწმუნდება, რომ იქ არაფერი დანაშაულებრივი არ არის. ის კომუნიკაცია, რომელსაც ბაჩოც ადასტურებს, შემდგარია გარკვეული პერიოდების განმავლობაში და ჩვეულებრივ მოკითხვას ეხებოდა, რომელიც მათი ნათესაური კავშირიდან გამომდინარეობს. მის წინააღმდეგ არცერთი ადამიანი არ აძლევს ჩვენებას. საქმეში მეტი არაფერი არაა და ამის გამოა ადამიანი დაკავებული. მეტი რამე რომ ჰქონდეთ ბრიფინგზეც გაასაჯაროებდნენ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

იანვარი 27, 2026
409
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს.   ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.   ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

27 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 27, 2026
49
ამინდი

27 იანვარს,  სინოპტიკოსები საქართველოში ღრუბლიან და ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ცალკეულ რაიონებში ქარია მოსალოდნელი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -6 გრადუსი, მესტიაში დაფიქსირდება. რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, ქალაქების მიხედვით, ის ასე გამოიყურება: სოხუმი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
2.3k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails

“აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას” – ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

იანვარი 26, 2026
993
მთავარი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. აზერბაიჯანიდან შემოტანილ ზეითუნის ზეთში დარღვევები გამოვლინდა  დადგინდა 3-MCPD-ის...

დაწვრილებითDetails

27 იანვარს საქართველოში ნინოობა აღინიშნება

იანვარი 26, 2026
80
მთავარი

27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

იანვარი 26, 2026
535
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი შექმნა. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სუს-ის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 26, 2026
371
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც უწყებაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

იანვარი 26, 2026
188
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

იანვარი 26, 2026
388
მთავარი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასა ჩამოწვა. აღნიშნულის გამო, ამ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

იანვარი 26, 2026
382
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური მათი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს: კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».