აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების დამატებით რეისებს ნიშნავს.
„მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://gr.com.ge;
ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: onelink.to;
საქართველოს რკინიგზის სალაროებში;
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










