მოქალაქეები ზესტაფონში მდინარე ბუჯის ხეობაში “საქარა ჰესი”-ს მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები შიშობენ რომ ჰესის მშენებლობის შედეგად მდინარის ნაწილი მილებში მოექცევა, რაც გავლენას მოახდენს როგორც ფლორასა და ფაუნაზე:
“ეს ყველაფერი გაანადგურებს მდინარის ხეობას, აღარ იქნება ის ჩანჩქერები და საბანაო ადგილები”
“მეგობრებო, მდინარე ბუჯის ხეობაში (რესტორან მადონას მიმდებარედ) იგეგმება საქარა ჰესის მშენებლობა,გათვალისწინებულია მდინარის დიდი ნაწილის მილებში მოქცევა.
ეს ყველაფერი გაანადგურებს მდინარის ხეობას, აღარ იქნება ის ჩანჩქერები და საბანაო ადგილები , რომლებსაც სტუმრობენ როგორც გარშემო სოფლების, ქალაქების,რეგიონის,ქვეყნის მაცხოვრებლები ასევე უცხოელი ვიზიტორები. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება მდინარის გასწვრივ მდებარე სოფლებზეც . კლიმატის ცვლილება და ტურისტული ადგილების გაქრობა, მიმდებარე სოფლების განვითარებისთვის იქნება დიდი დარტყმა.ჩვენც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა გავაპროტესტოთ. ამის შესაჩერებლად მივმართოთ ყველანაირ ძალას ( კანონის ჩარჩოებში). მითუმეს ისე მიიღეს ეს გადაწყვეტილება რომ მოსახლეობასთან არავინ მოსულაგადააზიარეთ ეს პოსტს მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა რომ ნახოს.
P.S
პოსტი არ შეიცავს რაიმე სახის პოლიტიკურ შინაარსს და არ ემსახურება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერას. ეს გვერდი არ ემსახურება პოლიტიკურ მიზნებსა და მასთან დაახლოებულ საქმიანობას.
ზესტაფონში, მდინარე ბუჯის ხეობაში “საქარა ჰესის” მშენებლობას აპროტესტებენ









