,,აქ ამ ადგილზე უკვე მეოთხე მანქანა დაიმტვრა”-ამბობს თვითმხილველი.
ხონში სოლომონ მეორეს ქუჩის გასწვრივ , მარტვილის მიმართულებით, იქ სადაც წყალმომარაგების სისტემა დაზიანებულია, საავარიო მდგომარეობაა შექმნილი.
წყალი მილიდან ცენტრალურ გზაზე იღვრება. დაზიანებულ გზის მონაკვეთზე მოცურებული უკვე მერამდენე ავტომობილი შეეჯახა ხეს.
საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის მაგრამ ზარალი, ყველა შემთხვევაში დიდია. ამჯერად ხეს მერსედესის მარკის ჯიპი შეეჯახა.












