“დავიცვათ და გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე”-რიონის ხეობის მოსახლეობა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობას აპტოტესტებენ და ამბობენ, რომ პასუხისმგებელი პირებისგან ინფორმაციის მიღებას ელოდებიან. მათივე თქმით, ჰესი არ უნდა აშენდეს, რადგან რიონის ხეობა დაიტბორება და საფრხე შეექმნება ქუთაისსაც
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ნამახვანჰესის პროექტის მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს, ინვესტორი ვალდებულია მათ თითოეული ეტაპი ცალ-ცალკე შეუთანხმოს, ამიტომ რაიმე წუხილი ამ თემაზე გადაჭარბებულად მიაჩნია. ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა. მისივე თქმით ეს პროექტი 2000 ადამიანზე მეტ საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებს , პირველ რიგში, კი ეს ადგილობრივი მოსახელობა იქნება- განაცხადა თურნავამ