თავისუფლება ლაზარეს! აქტივისტები და მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად საქალაქოში შეიკრიბებიან.
“ჩვენ, ახალგაზრდები ყოველთვის ვიქნებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ვალია ქვეყნისა და სხვა მოქალაქეების წინაშე.
თქვენი დახმარების და ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერაფერს გავხდებით, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ თითოეული თქვენგანი 28 მარტს, დილის 12 საათზე აუცილებლად მოვიდეს ლაზარეს ბოლო, დასკვნით სასამართლო პროცესზე, იმისათვის რომ ლაზარემ იგრძნოს რომ ამ სისტემასთან ბრძოლაში ის მარტო არ არის!
მის გარდა, არიან სხვა ადამიანები,
რომლებიც ვერ იტანენ უსამართლობას!”










