რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების ძალებმა საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ შულაია დააკავეს და რუსეთის უსაფრთხოების ძალებს მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილად გადასცეს.
cnews. ge-ს ინფორმაციით ქართველმა ადვოკატმა ივარაუდა, რომ დაკავებული იძულებული იქნება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე ხელი მოეწეროს.
დაკავებული საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ შულაიაა, დაბადებული 1978 წელს. ის ენგურჰესის დაცვის თანამშრომელია.
შულაია 2002 წელს რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის იძებნებოდა.