აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგია არ მიეწოდება – ამის შესახებ TASS-ს „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურში განუცხადეს.
„ენგურჰესმა“, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს, მუშაობა შეაჩერა. შუქი არ არის რესპუბლიკის მთელ [ტერიტორიაზე]“, – განუცხადეს სააგენტოს „ჩერნომორენერგოში“ და დასძინეს, რომ ჰესის ავარიული გამორთვა მოხდა წყლის კრიტიკულად დაბალი დონისა და არასაკმარისი შემოდინების გამო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობასთან ცდილობს. ინფორმაციას მათი მხრიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.