ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტს ეხმაურება:
“კიდევ ერთი ახალგაზრდა წავიდა ჩვენი დასახლებიდან, ორმაგად მძიმეა გიორგი ჩალაძის გარდაცვალება, რადგან ადამიანის ხელით მოხდა მისი სიცოცხლის შეწყვეტა, გიორგი 33 წლის იყო და ბავშვობიდან ჩვენთან გაიზარდა, აფხაზეთის ომში დაიღუპა მამა გმირულად, მისმა დედამ სამი მცირეწლოვანი შვილი დევნილობაში აღზარდა, თითქოსდა დასრულდა ის მძიმე წლები და ისევ უბედურება დაატყდა ოჯახს.
ვიზიარებთ ამ დიდ მწუხარებას, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მთლიანად დევნილთა დასახლებას.კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ეს ფაქტი ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა მსგავს შემთხვევებს შევესწრებით ვაცნობოთ შესაბამის სამსახურებს, სანამ შედეგი ფატალური იქნება, ერთად დავიცვათ ერთმანეთის შვილები, რათა შემდეგ არ ვიყოთ სინანულში მთელი ცხოვრებაშსს ცხელ კვალზე დააკავა დამნაშე და დანაშაულში მონაწილე პირები, ყველამ კანონის წინაშე მკაცრად უნდა აგოს პასუხი.”-ვკითხულობთ პოსტში.
არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს თავისუფლები არიან
არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. „ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“, –...