77 წლის მამაკაცი, რომელიც თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ძლიერი აფეთქებისას დაშავდა უმძიმეს მდგომარეობაშია. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.გუგა ქაშიბაძის თქმით, მამაკაცს დამწვრობასთან ერთად დაზიანებებიც აღენიშნება. მისი თქმით, გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკიც.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულია მხოლოდ ერთი მოქალაქე.
ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.