აფეთქების შედეგად ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე 5-მდე ბავშვი დაშავდა. როგორც ცნობილია ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის კარავში, რომელშიც ქიმიური ცდების ჩვენებები ეწყობოდა აფეთქება მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ მათ ექსპერიმენტის დროს კოლბა აუფეთქდათ. მოსწავლეებმა ნაკაწრების სახით დაზიანებები მიიღეს. როგორც ცნობილია კარავში ქუთაისის 33-ე, მე- და ჭიათურის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაშავებული ბავშვების დასახმარებლად ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა.
სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დღეს 13:00 საათზე დაიწყო.