სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ლვოვში ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. Unian-ის ინფორმაციით, ქალაქში, ისევე როგორც უკრაინის ბევრ სხვა დასასხლებაში, უკვე რამდენიმე საათია, განგაშის სიგნალია ჩართული.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთს ლვოვი არ დაუბომბავს, უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი უკრაინის მოსახლეობის ევაკუაციის მთავარი წერტილია, საიდანაც ისინი ევროპის სხვა ქვეყნებში გადადიან.










