ტაივანის ცენტრალურ ქალაქ ტაიჩუნგში მდებარე სავაჭრო ცენტრში, აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, აფეთქება შენობის მე-12 სართულზე მოხდა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზმა გამოიწვია.