გავრცელებული ინფორმაციით, მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა.
დაზიანებულია შენობის მინები და ცენტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
წინასწარი ინფორმაციით, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს და სავარაუდოდ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გატეხეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისმოხმობს.










