ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
“აუცრელი საქართველო და ომიკრონის შტამი.
რამდენად უფრო გადამდებია Omicron შტამი? თუ დელტას აქვს ამჟამინდელი R(t) მხოლოდ 1.1– და შემდეგ ჩვენ გამოვიყენებთ სამხრეთ აფრიკის მაგალითს, სადაც Omicron 350%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ის შედეგი რაც შეიძლება დადგეს აშშ-ში, ჩანს თუ დააკვირდებით წითელ და ნარინჯისფერ ისარს.
შედეგი შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს, თუ საქმე გვექნება ისეთ ზრდასთან, რომელსაც ახლა აფიქსირებს გაერთიანებული სამეფო – გაორმაგების რეალური დრო ახლა <2 დღეზე ნაკლებია.
აი ასეთ შტამს ხვდება აუცრელი საქართველო, და სამწუხაროდ, სრულიად სხვა პრიორიტეტებით…
არაფერს ვიტყვი, რომ დელტა შტამი ისედაც მძვინვარებს ქვეყანაში”, – წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.










