“აუცილებელია, ცალკე გამოვყოთ მამარდაშვილის პროგრესი. მართალია, “ბეტისის” წინააღმდეგ გამართულ პენალტების სერიაში მან ვერც ერთი დარტყმა ვერ მოიგერია, მაგრამ ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა ის ნამდვილად გახდა”.
“ყველასთვის მოულოდნელად, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე “ვალენსიას” სასტარტოს მეკარედ იქცა. ის პროგრესი და ზრდა, რომელიც გიორგის აქვს, დიდი იშვიათობაა”, – წერს Deporte Valenciano გიორგი მამარდაშვილის შესახებ. შეგახსენებთ, რომ “მურსელაგოსის” მეკარემ კოპა დელ რეის ფინალში განახორციელა სამი სეივი, თუმცა პენალტების სერიაში მისი გუნდი დამარცხდა