დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
გოდოლაძე საკუთარი ოჯახის კოვიდ ისტორიაზე წერს:
“ოჯახში აცრილია დედაჩემიც, ძმაც, რძალიც და მეც. კოვიდით დაინფიცირდა 12 წლის გუგა.
მაღაზიაში წავიდა სასუსნავის შესაძენად. შემდეგ მარი (აცრის გამო, შედარებით მსუბუქი სიმპტომებით მიდის პროცესი) შემდეგ 3 წლის ლიზი, სიცხე აქვს. მე დედა გავხიზნე მთებში.
დედა აცრის პირობებშიც თუ შეხვდა, არ ვიცით როგორ გადაიტანს.
მორალი: აუცილებელია ბავშვების აცრაც! აუცილებელი!”, – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.