პლანეტა მერკურმა 7 აპრილს რეტროგრადული მოძრაობა დაასრულა. ყველა, ვინც ასტროლოგიითაა დაინტერესებული, ცდილობს, რეტროგრადული მერკურის პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. როდესაც პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია, კომუნიკაცია განსაკუთრებით რთულდება, იმატებს კონფლიქტისა და დაპირისპირების რისკი, ხშირია უენერგიობა, დაბნეულობა, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, ფინანსური სირთულეები… როდესაც მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს, ითვლება, რომ სამყარო ახალ ეტაპზე გადადის და თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს.
თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტა მერკური რეტროგრადული მოძრაობის დასრულებიდან კიდევ ორი კვირის განმავლობაში ჩვენზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მას “ჩრდილოვან პერიოდს” უწოდებენ.
ასტროლოგები გვირჩევენ, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში რადიკალური და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას კვლავ მოვერიდოთ. გარდა ამისა, დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ახლავე ნუ დაიწყებთ. შესაძლოა, სწორედ პლანეტა მერკურის გავლენით, ბევრი საკითხი თავისით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადაიჭრას…ვრცლად