გავრცელებული ინფორ.აციით ბათუმში 4 ბრალდებული დააკავეს, ისინი ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრები არიან. მათ შორისაა აბაშიძის ოჯახის დაცვის ყოფილი უფროსი, რომლის ზედმეტსახელია- ჩაკი.
სუს-მა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას გეგმავდა დაკავებულია. დაჯგუფება საქართველოს ექვსი და ერთი უკრაინის მოქალაქისგან შედგებოდა. 2 პირის თბილისში, ხოლო 4 ბათუმში აიყვანეს. ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს, მკვლელობა სავარაუდოდ უკრაინელმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დაუკვეთეს. ორი ადამიანის მკვლელობა ავტომანქანაში დისტანციური ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟებით იგეგმებოდა.
„ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს ექვსი მოქალაქე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს ორი მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.
საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს