სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება – ინფორმაცას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
როგორც „აჭარა თაიმსს“ განუცხადა თამაზ ბაკურიძემ, რომელიც თავის მხრივ, ნათესავების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ცნობები ასლან აბაშიძის გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება.










