LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ასე ძინავთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს (12 GIF)

ასე ძინავთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს (12 GIF)

დაპოსტა 2019/08/22-ში
A A
1.3k
ნახვა
გაზიარება

ვერძი

ზოდიაქოს პირველი ნიშანი ვერძი ჰიპერაქტიურია და ძილის პრობლემები ხშირად აქვს. ამ ნიშნის სუსტი წერტილი თავია, რაც ამ კუთხით სხვადასხვა დაავადებებს განაპირობებს. იმისთვის, რომ ამ ნიშანმა მშვიდად და მალე შეძლოს ჩაძინება, ვერძმა დღის განმავლობაში უნდა დახარჯოს თავისი საოცარი ენერგია, რადგან დაღლის გარეშე ლოგინშიც არ გაჩერდება და დილამდე იმოძრავებს. თუ ვერძს ბოლოსდაბოლოს ჩაეძინა, მძაფრ და ემოციურ სიზმრებს ხედავს. ამ ნიშნის მარტივი ჩაძინებისთვის სასარგებლოა გრილ ოთახში ძილი და მშვიდი მუსიკის მოსმენა.

 

კურო
კუროს კარგად ჩაძინებისთვის კომფორტი, ფუმფულა საწოლი და ბალიშები, მდიდრული საძინებელი და სიჩუმე სჭირდება. ოთახი აუცილებლად დალაგებული და მყუდრო უნდა იყოს. ამ ნიშანს ძილთან დაკავშირებით პრობლემა უმეტესწილად არ აქვს. სძინავს მშვიდად და უწყვეტად. სიზმრები, რომლებსაც კუროები ხშირად ხედავენ, ძირითადად, შინაარსიანია და ერთგვარ მოთხრობას ჰგავს, რომლიდანაც გამოღვიძება არ სურთ. ძილისმოყვარულ კუროებს მაღვიძარა სჭირდებათ, რადგან შეუძლიათ, მშვიდი ძილით შუადღემდე ინებივრონ.

ტყუპები

ტყუპებს რამდენიმესაათიანი ძილიც ყოფნით ნაყოფიერად მუშაობისა და კარგი განწყობისთვის, თუმცა ამ რეჟიმით მათი დიდხანს კარგად ყოფნა ეჭვქვეშ დგება. ამ ნიშნის გონება მუდმივად ახალი იდეებისა თუ პროექტების გენერირებით არის დაკავებული, რაც ფიქრსა და გააზრებას მოითხოვს, ამიტომაც ჩაძინება უჭირთ, რადგან ლოგინშიც ზოგჯერ გათენებამდე ფიქრობენ. ტყუპებს ჩაძინებისთვის ძალიან დაეხმარება მედიტაცია ან იოგა. მათ ტვინს დასვენება და საფიქრალისგან დროებით მოშორება სჭირდება.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ძილთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად აქვთ. მთავარი მიზეზი ან დეპრესიული განწყობა და დაძაბულობაა, ან კოშმარები, რომელთა გამო, უკიდურეს შემთხვევაში, ჩაძინების შიშიც კი ვითარდება. ჩაძინებამდე ბევრს მოძრაობენ, ბევრს ფიქრობენ, ათას წვრილმანზე დარდობენ და ამ აურზაურის შედეგად, ქვეცნობიერიც სიზმარში არასასიამოვნო სცენებს ქმნის. ჩაძინებამდე კარგი იქნება, თუ პოზიტიურ მოვლენებზე იფიქრებთ, სასაცილო ამბებს გაიხსენებთ და თავს ხელი შეუწყობთ, მშვიდად ჩაიძინოთ.

ლომი

თუ ლომი დასტრესილი და დაძაბული არ არის, მარტივად ეძინება და დილამდე არ ეღვიძება. კუროს ნიშნის მსგავსად, ლომებსაც უყვართ ფუფუნება და მდიდრული აპარტამენტები. საძინებელიც ფუმფულა და კომფორტული უნდა იყოს, ძვირფასი თეთრეულით გაშლილი. ამ ნიშანს საძინებელის კედელზე ხშირად უკიდია საყვარელი ადამიანების ფოტოები. ამ გზით ლომები პოზიტიურ განწყობას იქმნიან. მათთვის ემოციური და ფიზიკური სიახლოვე ძალიან მნიშვნელოვანია. ლომი ძილში ხშირად სასიამოვნო, ღიმილისმომგვრელ სიზმრებსაც ხედავს.

ქალწული

თუ საძინებელი ოთახი მოუწესრიგებელია და ქალწული თავადაც გადაღლილი და გონებრივად არეულია, მარტივად ვერ იძინებს. მისი გონება, ტყუპების მსგავსად, მომართულია ფიქრის, ანალიზისა და კრიტიკისკენ. ამ ნიშანს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძილი ჰაერივთ სჭირდება. ქალწულებო, თუ ბევრი მიზეზის გამო, რაც გადაწყვეტას მოითხოვს, ჩაძინება გიჭირთ, აიღეთ ბლოკნოტი და ჩამოწერეთ ის საკითხები, რომელთა შესახებ ფიქრს დილიდან დაიწყებთ. ეცადეთ, ძილის წინ გონება მსუბუქ და სასიამოვნო თემებზე გადართოთ.

სასწორი

სასწორებს ან ძალიან დიდხანს სძინავთ ან საერთოდ არ სძინავთ. თუმცა მცირე ძილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათთვის სრულებით საკმარისია. ამ პერიოდის მერე უკვე იწყება მუდმივი ძილისკენ მიდრეკილება და შეუძლიათ, შუადღემდე მოუბეზრებლად ინებივრონ. ამ ნიშანს ჰარმონიის და შინაგანი წონასწორობის მისაღწევად

ბალანსი სჭირდება ყველაფერში, რაც ძილის მოწესრიგებასაც უზრუნველყოფს. სასწორის საძინებელი ყოველთვის მოწესრიგებული და ესთეტიკურად გალამაზებულია სხვადასხვა აქსესუარებით.

მორიელი

მორიელის ძილი განპირობებულია მისი განწყობით. მორიელსაც, სხვა ნიშნების მსგავსად, რამდენიმესაათიანი ჩაძინება ჰყოფნის. უმეტესწილად ფიქრით დაღლილი გვიან იძინებს. თუ მორიელს ცუდ ხასიათზე ჩაეძინა, სიზმარიც შესაბამისად არასასიამოვნო იქნება, ხოლო თუ კარგი განწყობით ჩაეძინა, ეს განწყობა პირდაპირ აისახება პოზიტიურ სიზმარზე. ეს ნიშანი ხშირად თავის ემოციებს სხვის დასანახავდ არ ავლენს და გულში ინახავს, რაც დღის ბოლოს გროვდება და ძილის წინ ამოხეთქავს ვულკანივით. ამ ყოველივეს კი შინაგანი ფორიაქი და მღელვარება მოჰყვება. მორიელის ნიშნისთვის სასარგებლოა მედიტაცია და დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე სუფთა ჰაერზე სეირნობა.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანიც იმ ნიშანთა კატეგორიაში ირიცხება, რომლებსაც მცირეხნიანი ძილი სრულებით ჰყოფნით. ცეცხლის ნიშნის ეს წარმომადგენელი ამოუწურავი ენერგიით არის სავსე და სანამ, ვერძის მსგავსად, კარგად არ დაიღლება, ჩაძინება გაუჭირდება. მშვილდოსნების სიზმრები არც ისე შინაარსიანია. ძირითადად, უაზრო და ულოგიკო სიზმრებს ხედავენ, რომელთა დიდი ნაწილი მეორე დღეს არც ახსოვთ. თუმცა რამდენიმესაათიანი ძილი ყოველთვის საკმარისი არ იქნება. შესაძლოა, დროთა განმავლობაში, ძილის სურვილი მშვილდოსნებს სამუშაო პროცესში გაუჩნდეთ, რაც მათ შრომისუნარიანობას ხელს უშლის.

 

თხის რქა

თხის რქებს, ზოგადად, ძილის მხრივ პრობლემა არ აქვთ. გამომდინარე მათი თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობიდან, დღის ბოლოს ისეთი დაღლილები ბრუნდებიან სახლში, რომ საძინებლამდე ძლივს მიდიან. ამ ნიშანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ წარმატებული და ნაყოფიერი არსებობისთვის სრულყოფილი ძილია საჭირო. ცდილობენ, გვიანობამდე არ იფხიზლონ და ადრევე მიაშურონ საძინებელს. თუმცა არის მეორე უკიდურესობა. თხის რქაზე სტრესი ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს. სტრესი ამ ნიშნის შემთხვევაში ინსომნიას იწვევს. უძილობა თხის რქის ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება.

მერწყული

მერწყულს ხშირად არაკომფორტულად სძინავს, პერიოდულად ეღვიძება და ხელმეორედ ჩაძინება უჭირს. ხშირ შემთხევაში უძილობის გადასალახად ეს ნიშანი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. მერწულები ლოგინში აიპედით თამაშობენ, ჩართული აქვთ კომპიუტერი ან რადიოს უსმენენ. თუმცა ამ გზით მხოლოდ დროის გაყვანა ხდება და არა ძილის მოგვრა. ასტროლოგები მერწყულებს ურჩევენ, ზემოთ ჩამოთვლილი საგნები გვერდზე გადადონ და მათ ნაცვლად კითხვა დაიწყონ. ძილის წინ კითხვას დადებითი შედეგი ექნება და ჩაძინებასაც ხელს შეუწყობს.

 

თევზები

თევზებისთვის ძილი ერთგვარი ოპიუმია. ამ ნიშანს ენერგიის აღდგენისთვისა და კარგი განწყობისთვის ჰაერივით სჭრიდება, მინიმუმ, 8-საათიანი მშვიდი და უწყვეტი ძილი. თევზები ხშირად ფანტაზიურ და ცოცხალ სიზმრებს ხედავენ, გამოღვიძების შემთხვევაში რეალობისა და სიზმრის გარჩევა ხშირად უჭირთ.
ინტუიციაგანვითარებული თევზების ზოგიერთი სიზმარი შეიძლება, წინასწარმეტყველურიც იყოს. მშვიდი მუსიკის მოსმენა თევზების ჩაძინებისთვის ერთ–ერთი შედეგიანი მეთოდია.

 

თეგები: ასტროლოგიადაძინებაზოდიაქოძილიჰოროსკოპი
გაზიარება538

დაკავშირებული -პოსტები

„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა

by მეგა TV
აპრილი 28, 2025
0
„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა
მთავარი

ცარცული პერიოდის ერთი ჭიანჭველას უიღბლო დღე და სიკვდილი, ახლა, 113 მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის ფრიად საოცარი რამ აღმოჩნდა. ბრაზილიაში, კირქვაში განმარხებული ციცქნა მწერი ჭიანჭველას ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუშია. უფრო მეტიც,...

დაწვრილებითDetails

“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები

by მეგა TV
თებერვალი 15, 2025
0
“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები
მთავარი

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფეს სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტრში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, მეც­ნი­ე­რებ­მა “ზღვის ეშ­მა­კი“ წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს და­ა­ფიქ­სი­რეს. რო­გორც წესი, შემ­ზა­რა­ვი შე­სა­ხე­და­ო­ბის თევ­ზი, ოკე­ა­ნე­ში ათა­სო­ბით მეტ­რის სიღ­რმე­ში ბი­ნად­რობს. ის მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 115 671 ნინოა რეგისტრირებული

by მეგა TV
იანვარი 27, 2025
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის მქადაგებლის და გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს სახელი სახელი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 115 671...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

by მეგა TV
იანვარი 3, 2025
0
მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე
მთავარი

სა­ზღვაო დრონ­მა Magura V5-მა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სა­რა­კე­ტო ია­რა­ღით, ორი Mi-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შავ ზღვა­ში,...

დაწვრილებითDetails

დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2024
0
დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების რისკის მქონე ადამიანებს სივრცითი ნავიგაცია დარღვეული აქვთ სიმპტომების გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე.კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Alzheimer's & Dementia. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 43-დან 66...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება

by თამარა ქავთარაძე
სექტემბერი 26, 2024
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
ასტროლოგია

29 სექტემბრიდან, სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება - დედამიწას, ასტეროიდ 2024 PT5-ის სახით, დროებით „მეორე მთვარე“ ეყოლება. ინფორმაციას Space-ი ავრცელებს. განსხვავებით ჩვენი პლანეტის მთავარი თანამგზავრისგან, რომელიც დედამიწას დაახლოებით 4 მილიარდი...

დაწვრილებითDetails

ფინანსური წარმატება და მნიშვნელოვანი ნახტომი პირად ცხოვრებაში – ვის რა ელის მთავრის დაბნელების პერიოდში

by თამარა ქავთარაძე
სექტემბერი 5, 2024
0
მთვარის დაბნელება თქვენს ცხოვრებას 180 გრადუსით შეცვლის – პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის
ასტროლოგია

18 სექტემბერს მთვარის დაბნელებაა. ეს მოვლენა მოხდება თევზების ნიშანში. ასტროლოგები ამბობენ, რომ როდესაც მთვარის დაბნელება მოხდება, ის განსაზღვრავს მოქმედებების დიაპაზონს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. თევზების ენერგია ყველას საშუალებას მისცემს აღმოაჩინოს...

დაწვრილებითDetails

მთვარის დაბნელება თქვენს ცხოვრებას 180 გრადუსით შეცვლის – პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

by თამარა ქავთარაძე
სექტემბერი 2, 2024
0
მთვარის დაბნელება თქვენს ცხოვრებას 180 გრადუსით შეცვლის – პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის
ასტროლოგია

წლევანდელი მთვარის დაბნელება 18 სექტემბერს მოხდება და იმავე დღეს დაიწყება დაბნელების დერეფანი, რომელიც 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ასტროლოგები ამბობენ, რომ ადამიანები დაიწყებენ დაბნელების ენერგიის შეგრძნებას თარიღამდე 2 კვირით ადრე. რა ხდის 2024...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები – ნახეთ, რას მოაქვს თქვენთვის იღბალი

by თამარა ქავთარაძე
აგვისტო 10, 2024
0
ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები – ნახეთ, რას მოაქვს თქვენთვის იღბალი
ასტროლოგია

ვერძმა ოქროს სამკაული უნდა ატაროს. ძველ ეგვიპტეში ოქრო სიბრძნის სიმბოლო იყო. ჩინელები უკვდავების მისაღწევად, ღვინოში არეულ ოქროს მტვერს სვამდნენ. კურო სიმდიდრისა და სიბრძნის ზოდიაქოდ მიიჩნევა. კუროს თილისმა სპილოა. იგი ქვის...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო საცოლე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით- ნახეთ ვინ ხიბლოავს მამაკაცებს

by თამარა ქავთარაძე
აგვისტო 9, 2024
0
საუკეთესო საცოლე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით- ნახეთ ვინ ხიბლოავს მამაკაცებს
ასტროლოგია

როგორც ამბობენ, მამაკაცები “დიდი ბავშვები” არიან. გამუდმებით ესაჭიროებათ ახალ-ახალი სათამაშო და ამასთან ერთად, მოსიყვარულე, თბილი და ლოიალური ცოლი, რომელიც მათ ნებისმიერ ნაკლს მოთმინებით ეკიდება, მაქსიმალურად პატიობს შეცდომებს და არასოდეს უბურღავს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"