საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა ცხედრის აღმოჩენის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა და მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
„ასე ნაძირლურად დააგდო მიცველებული. მივიდა ჩაანათა ბატარეა , ნახა რომ მკვდარი იყო წავიდა სახლში და ასე ნაძირლურად, არაკაცურად დააგდო მიცვალებული. ღმერთმა დაიფარა რომ ცხოველმა არ დაგლიჯა. დილით იპოვეს გარადცვლილი“
„შეეშინდა და სავარაუდოდ მაგიტო მიატოვა . მიატოვა , აი ეგ არის საშინელება“
„სავარაუდოდ ტრაქტორმა გადაუარა. სხეული მთლიანად შეცვლილი აქვს . კამერებმაც დააფიქსირა იმ დროს იქ ტრაქტორმა ჩამოიარა და მანაც აღიარა .“-აცახდებენ ადგილობრივები