LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის – მიხეილ სააკაშვილი

ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან – მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ელჩზე

დაპოსტა 2021/02/10-ში
A A
30
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის დღევანდელ განცხადებას „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ეხმაურება და მას „ღრმად კორუმპირებულსა“ და „საბჭოთა ფუნქციონერს“ უწოდებს.

სააკაშვილის თქმით, მიაღწევს იმას, რომ მსგავსი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს.

„საქართველოში უკრაინის ელჩი ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ერთადერთი მიზნით, ებრძოლა ჩემ წინააღმდეგ, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს უკრაინის იმიჯის დაზიანებას საქართველოში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინის სახალხო დეპუტატები არ წასულიყვნენ საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლებად გასული წლის ოქტომბერში.

მან დღეს მრისხანე რიტორიკით შემომიტია იმისთვის, რომ მე ვიბრძვი ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის. ეს, თურმე, აზიანებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს.

უკვე დიდი ხანია, ორი უკრაინელი კაპიტანი დიაჩენკო და ხომიჩი, ასევე უკრაინული წარმოშობის ქართველი მიხაილ ბატურინი, ქართული ხუნტის უკანონო ტყვეობაში არიან, რომლებმაც ისინი დააკავეს ზღვაში ზუსტად ისე, როგორც სომალელმა მეკობრეებმა და ცდილობს, გამოსძალოს რაიმე აღიარება. ბატონ დოლგოვს თითიც არ გაუნძრევია იმისთვის, რომ აღეკვეთა საქართველოს ხელისუფლების უკანონო ქმედება და შეეჩერებინა ისინი, რომელიც იფარგლება კონსულის ფორმალური გაგზავნით პროკურატურაში და ახლა ის ბედავს და აკეთებს ასეთ განცხადებებს.

ამას ვეუბნები როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეს.

მიმაჩნია, რომ ის ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ ის მოქმედებს უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ და მივაღწევ იმას, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას, არც საქართველოს და მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს ელჩი – მექრთამე და კორუმპირებულია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინის ინტერესების დაცვასთან, როგორც ეს კარგად აჩვენა კონკრეტულმა შემთხვევამ ოდესელ მეზღვაურებთან და რომელიც უკვე დიდი ხანია დაკავშირებულია ქართველი ჩინოვნიკების მრავალ ადგილობრივ კორუმპირებულ ინტერესებთან. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ ამ უკრაინის ელჩს, არამედ მსოფლიოში უკრაინის ელჩების საკმაოდ დიდ რაოდენობასთან, რაც პირდაპირ პროპორციულია უკრაინული დიპლომატიის ეფექტურობის დაცემასთან, უკრაინის პოზიციის დისკრედიტაციასა და შესუსტებას საერთაშორისო საზოგადოებაში.

დოლგოვი მადანაშაულებს იმაში, რომ ქართველ ხალხს მოვუწოდებ პროტესტის გამოხატვისკენ და „უკანონო“ დემონსტრაციებისკენ. და ეს ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც გადაიტანა ორი მაიდანი, რომლებზე უკრაინელმა ხალხმა გამოხატა პროტესტი ფალსიფიცირებული არჩევნების წინააღმდეგ?! ის ჩვეულებრივი საბჭოთა ფუნქციონერია, რომელიც რატომღაც შეიპარა და მოხვდა პოსტმაიდანურ უკრაინელ ჩინოვნიკებში.

ამ სამარცხვინო ელჩის ვიდეოინტერვიუ გაავრცელა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც მართავს “გაზპრომის” უმსხვილესი კერძო აქციონერი ივანიშვილი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

“მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას” -Politico

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
“მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას” -Politico
მთავარი

რუსეთმა აშშ-ს ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა შესთავაზა, თუ აშშ უკრაინასთან მიმართებით ანალოგიურად მოიქცეოდა, რაზეც აშშ-მა უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, მოსკოვმა შეერთებულ შტატებს შეთანხმება...

დაწვრილებითDetails

“ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ” – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს
მთავარი

ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, რადგან ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ...

დაწვრილებითDetails

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
მთავარი

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით” – პრემიერი

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც...

დაწვრილებითDetails

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან, მაგრამ მეეჭვება, თავი დაიხსნან”- კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

რაც შეეხება „ლელოს“, ის ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან, ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როცა პარლამენტში შევიდა , - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

“ეს არის კრიმინალების განცხადება” – ირაკლი კობახიძე „ოპოზიციის ალიანსის” გეგმებზე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეს არის კრიმინალების განცხადება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნეს, რა მიმართულებითაც იმუშავებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან „მთლიანად...

დაწვრილებითDetails

” „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი” – კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. მთავრობის მეთაური განცხადებას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე გააკეთებს

დაწვრილებითDetails

მიხეილ სააკაშვილი “ლელოს“ მიმართავს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” გატეხვით ვერ გამტეხავთ”-სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეო კადრებს ეხმაურება
მთავარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ლელოს“ მიმართავს და მოუწოდებს, “ოცდნებასთან“ დიალოგის შესახებ ინიციატივაზე უარი თქვას. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მხოლოდ „უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლით მოხდება გამარჯვება“. “იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"