LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ასეთი დეტალი ამერიკულ მედიაში არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებოდათ – რას წერს მანუჩარ პირველი დავით ზალკალიანზე (+ვიდეო)

ასეთი დეტალი ამერიკულ მედიაში არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებოდათ – რას წერს მანუჩარ პირველი დავით ზალკალიანზე (+ვიდეო)

დაპოსტა 2022/06/27-ში
A A
758
ნახვა
გაზიარება
“წლების წინ კობახიძის ფილმს „ქორწილი“ ვუყურებდი მერამდენედ. უცაბედად, ფილმის დასასრულს, კიბეზე ამომავალ ნეფე-დედოფალს დავაკვირდი და სიძის ჩაცინებაში ნაცნობი ღიმილი ამოვიკითხე.
ვერავინ დამაჯერებდა რომ ამ ღიმილის ავტორს პირადად არ ვიცნობდი.
ასეთი მეხსიერება მაქვს, – თვალით და ღიმილით ვიმახსოვრებ ადამიანებს.
„გადავტყავე“ ინტერნეტ-რესურსები და ვერსად მივაგენი ვინ ასრულებდა ამ ფილმში სიძის როლს, – საბჭოეთს საგანგებოდ ამოეშანთა ტიტრებიდან საფრანგეთს დარჩენილი ემიგრანტის, ჯანრი კაშიას სახელი.
დღეს სულ სხვა რაკურსში გამახსენდა ეს ამბავი.
წიგნზე მუშაობისას, გავიხსენე ამ 13 წლის წინ გადაღებული ლევან კოღუაშვილის ფილმი „ქალები საქართველოდან“.
აქ ერთი პატარა ამბავია მოყოლილი, – საშინლად სულის შემძვრელი – და თუ ადამიანი ხარ, ქვითინს მორთავ, და თუ შვილი საქართველოში გყავს და შენ ამერიკაში ცხოვრობ, შეიძლება საკუთარმა ცრემლებმა დაგახრჩოს.
სულ წუთიც არ გრძელდება ეს კადრები: ქართველი ემიგრანტი ქალი, როგორც კი მორჩება მოხუცის მოვლა-დაბანა-გამოკვებას, რაღაც წუთებს გამონახავს და საქართველოში ურეკავს შვილს. პატარასთვის ძილის დროა და დედას „იავნანას“ სთხოვს.
აქ, დედა ხმას ჩაიწმინდავს და მის ბაგეს მოსწყდება „იავნანას“ პირველი ბგერები. და რეჟისორსაც ისე აქვს გადაწყვეტილი მხატვრულად, რომ შუმად გარედან შემოდის ქარის განწირული წუილი, – დედის იმწამიერ ემოციებს რომ გამოხატავს სრულად.
„იავნანას“, – ახლა ცნობილ კახიძე-ჭოხონელიძისას კი არ მღერის, არამედ უფრო ძველს – ინოლა გურგულიას „იავნანას“.
იმაზე ძებნაში, თუ რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა მაინდამაინც ეს „იავნანა“, იუთუბზე სხვადასხვა შესრულებებს ჩავუყევი და ჩემი ყურადღება მიიქცია 1980 წლის ძველმა კადრებმა, უფრო სწორედ, ფილმის ნაწყვეტმა. გიული დარახველიძის ბავშვთა კვარტეტი, – ერთი ბიჭუნა და სამი გოგონა – ასრულებდა ამ სიმღერას.
გიტარაზე ასე 11-12 წლის ასაკის ბიჭი უკრავდა.
ის ვიდეო ზუსტად ამ ბიჭუნას მსხვილი კადრით იხსნება (крупный план-ს ეძახდნენ მაშინ) და პირველი დანახვისთანავე ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამ ბიჭუნას ვიცნობდი. თავში ხომ ვთქვი, რომ ადამიანებს თვალებით და ღიმილით ვიმახსოვრებ-მეთქი. აი, ამ ბიჭუნას ტუჩები კი წლებს ოდნავადაც არ შეუცვლია, მთელი 40 წელზე მეტი გავიდა და დღესაც ზუსტად ასეთია.
რა თქმა უნდა ბოლომდე ვუყურე ამ ნაწყვეტს და ტიტრებშიც ამოვიკითხე მისი სახელი, – რომ ამ კვარტეტიდან ერთს – დათო ერქვა.
აქ იმას კი არ ვწერ, რომ რაღაც მაგარი აღმოვაჩინე. არა!
უბრალოდ, ასეთი დეტალი ამერიკულ პრესაში თუ მედიაში არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებოდათ.
აქ, თმის ძირიდან ფეხის ფრჩხილამდე იკვლევენ ცნობილი თუ თანამდებობის პირის წარსულს, იქექებიან და ამოაქვთ ზედაპირზე ყველაფერი: 20 წლის წინ რა თქვა, ახლა რას ფიქრობს, რა ნიშნები ჰქონდა სკოლაში, მინა ხომ არ ჩაუმსხვრევია და ასე შემდეგ.
ადამიანის გასაცნობად მაყურებელს ყველა შტრიხი თვალწინ უნდა ედოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს შტრიხი რაღაც სხვა პრიზმაში, ადამიანურ პრიზმაში დაგანახებს წლების განმავლობაში შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, 30-წლიანი დიპლომატიური კარიერის მქონე ადამიანს, ახლა უკვე საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში.
თუმცა, ჩვენმა მედიამ, ქართულმა ჟურნალისტიკამ იცის რაში იყოს ზედაპირული და რაში – ღრმად ჩახედული.
ქონებას, – რაც გაქვს და რაც არ გქონია, – უმალ შენად მოგაწერენ.
რატომ, რისთვის, როგორ, რანაირად, ვისთან, რასთან, რა მიზეზით, – მელაძის ხმით ყველა ამ კითხვას შენს სახელთან ერთად – ბრუნვაში აბრუნებენ.
და თუ დღეს ეს სერიოზული დიპლომატი და შენი ქვეყნის სახე უცხოეთში, დავით ზალკალიანი (David Zalkaliani), ახალგაზრდობაში მშვენივრად უკრავდი და მღეროდი გიტარაზე, – ეს ისეთი ადამიანური შტრიხია, ამას მაყურებელს საგულდაგულოდ დაუმალავენ!
ჩვენი ეთერები ხომ საერთოდ დაცლილია ყოველგვარი თბილისგან, ჰუმანურისგან? ეს შტრიხი რომ გავამხილოთ, მერე ახალი რევოლუციის წასახალისებლად ხომ ნაკლები საეთერო დრო დაგვრჩება?” – წერს სოციალურ ქსელში მანუჩარ პირველი
https://www.youtube.com/watch?v=ge3raKvtNig
გაზიარება303

დაკავშირებული -პოსტები

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.   უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.   თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს
მთავარი

მედია “აპრილის” ინფორმაციით, დააჯარიმეს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით სამართალდარღვევის ოქმი ჟურნალისტს 4 აპერილს შეუდგინა.   როგორც “აპრილში” აცხადებენ, ღოღობერიძემ ოქმი წერილობით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა
მთავარი

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკა სულაძე წერს. "ასეთი სურათია ახლა ქუთაისი-ალპანის გზის მონაკვეთზე. ასე ,,უფრთხილდება" კორუფცია და გაუმძაძღრობა ყოველი ჩვენგანის სიცოცხლეს. ოფურჩხეთის და ჟონეთის კარიერებიდან ,,მეტისმეტად...

დაწვრილებითDetails

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი საზაფხულო ბაღში – ინფორმაცია მშობლებისთვის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების...

დაწვრილებითDetails

“ახალი არჩევნების ჩატარებისთვის ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია” – სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
პატივი იყო ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა...

დაწვრილებითDetails

ივნისი ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

იხილეთ, რომელი 4 ზოდიაქოს ნიშანი განიცდის ყველაზე დიდ ცვლილებებს: ♈ ვერძი — მიზნების და იდენტობის გადატვირთვა ივნისში ვერძები გრძნობენ ძალასა და გამბედაობას. ყველაფერი, რაც გადადებული გქონდათ, მოითხოვს რეალურ ქმედებას. საკუთარი თავისადმი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშანები, რომელბიც დაბადებიდან გამარჯვებულები არიან

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ფერის ტანისამოსს არ უნდა გაეკაროთ ახალ წელს, იღბალმა, რომ არ მიგატოვოთ – ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა არის – იუპიტერი. ასევე, ენერგიული მარსი და სატურნი, რომლის გარეშეც არაფერია, რადგან თუ არ არსებობს დისციპლინა და სტრატეგია, მაშინ ყოველივე ზემოთქმულს – აზრი არ აქვს. ასე...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

ასტროლოგების აზრით, მიზანთროპები უმეტესწილად იბადებიან შემდეგი ოთხი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ: მორიელი მორიელები ცნობილი არიან თავისი უნდობლობით ადამიანების მიმართ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელანდებათ ღალატი, ამიტომ, მუდმივად ეჭვიანობენ და ჩასაფრებული არიან. მათი...

დაწვრილებითDetails

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ქუთაისის 1-2 ივნისს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გთავაზოვთ განრიგს:  1 ივნისი  12 :00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ)...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ქობულეთი-ბათუმის გზაზე გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

წუხელ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომობილების გადამზიდი შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაღუპული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"