ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ფაზლები დალაგდა. ახლა უკვე ვხვდები გადამწყვეტ მომენტში რატომ ორთქლდებოდა ყველა, ვინც მნიშვნელოვანი იყო მიშას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შინაური და ძალიან შინაური, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ტელეფონებს რომ აღარ იღებდნენ.
განა არ ვიცოდი, უბრალოდ ასეთი გულისამრევიც არ მეგონა რეალობა.
აუცილებლად მოვყვები სახელებით და გვარებით როგორ გაიპარნენ ბრძოლის ველიდან ეს სამარცხვინოები და როგორ გამომიცხადეს რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არააო მიშას შიმშილობის 30-ე დღეს! ეს უსირცხვილო “კასირები” ესენი.
ვითომ გამოძიებები რომ დაიწყეს ქვეყნის გადარჩენის მოტივებით და სინამდვილეში მიშას ბრძოლიდან რომ გაიძურწნენ!