მე არ ვიცი რა დააშავა ამ ძაღლმა…
მომავალო პატრონო გამოჩნდი, შენ გელოდებით ?
სულ დეკორატიულ ოთახის ცუგებს ითხოვთ – ასეთია ✅
მშვიდ ცუგებს ითხივთ – არის ✅
ითხოვთ დიდი არ იზრდებოდეს და ასეთია, უციცქნესი ✅
აცრილი ✅
გასტერილებული ✅
მორიდებული და მოსიყვარულე ✅
უპრობლემო ✅
თვალებში შემოგციცინებს ოღონდ გიყვარდეს ??
და უკვე მესამეჯერ, ყველაფერი რომ გადაწყვეტილი გვგონია და ვფიქრობთ, რომ ახალი ოჯახი იპოვა და ბედნიერად იცხოვრებს, აი მანდ მთავრდება ჩვენი სიხარული…
რამდენი იბრძოლეს ამ ერთი ციცქნა ცუგას გადასარჩენად, რამდენი იწვალეს რომ მის თვალებში არ ჩამქრალიყო სიცოცხლის ხალისი…
ადამიანის ნდობა დაუბრუნეს და ყველაფერი აზრს კარგავს…
ვერაფრით ვერ გამოჩნდა მისი ადამიანი …
რა დავწერო რომ მოგაწონოთ? როგორ მოვიქცე რომ პატარა კუთხე აჩუქოთ?
ამ გვერდზე 41 000 მეტი აქტიური ცხოველთა მოყვარული ვართ შეკრებილი და დავიჯერო ერთ პაწაწინა არსებას ვერ ვუპოვით მოსიყვარულე ოჯახს?
მაშინ რისთვის ვწვალობთ ან ჩვენ ან თქვენ?-წერს თათები -Tatebi