როდის აღდგება ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტ-პარკი? აღნიშნული კითხვით მეგა ტვ-მა ქუთაისის მერიას მიმართა . კითხვაზე პასუხად მივიღეთ:
“თქვენი N10/44241943-01 მომართვის პასუხად გაცნობებთ, რომ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით NAT220018731 ტენდერის საფუძველზე
მომზადდა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის
რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია, რომელიც ასევე მოიცავს სკეიტპარკის მოწყობას.”
გვაცნობეს ქუთაისის მერიიდან (უნდა აღვნიშნოთ ვადების დარღვევით), დუკუმენტის მიხედვით მოსწავლე-ახალგზარდობის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სამუშაოები:
1. საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკებისა მოწყობისა და მოპირკეთების სამუშაოები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
2. ტროტუარის ბორდიურების მოწყობის სამუშაოები;
3. მრავალწლიანი ნარგავების შემომზღუდავი ბორდიურების მოწყობის სამუშაოები;
4. ტერიტორიაზე საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემებისა და პარკის
პერიმეტრის შემოღობვის მოწყობის სამუშაოები;
2
5. ტერიტორიის მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები;
6. სკამების მოწყობის სამუშაოები;
7. ტერიტორიის განათების მოწყობის სამუშაოები;
8. ე.წ. მეკლდერუთა კედლის მოწყობის სამუშოები (იზოლირებული შენობით, სველი წერტილებით და გასახდელებით)
9. პარკის ერთიან გეგმასთან შეთავსებული სველი წერტილის მშენებლობის სამუშაოები;
10. საბავშვო ატრაქციონების განახლება/ჩანაცვლება;
11. ახალი შდრევნის მოწყობა;
12. სავარჯიშო სივცის შექმნა-პროექტება;
13. პარკის ერთიან გეგმასთან შეთავსებული კომერციული ობიექტების მშენებლობის გეგმა-პროექტი;
14. სხვა პარკისათვის დამახასიათებელი და აუცილებელი პოტენციალის გამოვლენა, იდენტიფიცირება და დაპროექტება.
სპორტული და გასართობ ი აქტივობებ ის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი სამუშაოები:
1.პარკში არსებულის სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და გაფართოების
სამუშაოები;
2.საფეხბურთო მოედნისთვის მცირე ზომის ტრიბუნების მოწყობის სამუშაოები;
3.საფეხბურთო სტადიონის განათების სამუშაოები;
4.მცირე ზომის, ბავშვთა სათამაშო სივრცეების, მოწყობის სამუშაოები; (მცირე
ატრაქციები, ქვიშის მოედანი, საქანელა, სასრიალო);
5.სკეიდ და ველო პარკი
ღია კინოთეატრისა და ამფითეატრის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ამოცანები და სამუშაოები:
1. პარკის ერთიან გენ გეგმასთან შეთავსებული, რელიეფთან მიმართებაში ღია ტიპის
კინოთეატრის მოწყობა, შესაბამისი ეკრანითა და სცენით;
2. ლანდშაფტზე მოწყობილი ღია ტერასული სკამები მაყურებლებისათვის, რომელიც
სასურველია იყოს გადახურული;
3. კონოთეატრისათვის საჭირო ტექნიკური ოთხი შესამაბისი სათავსებითა და
აღჭურვილობით.
ღობის , საჩრდილებლებისა და კიოსკების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ამოცანები და სამუშაოები:
1. სკვერის ერთიან გენ-გეგმასთან შეთავსებული რამდენიმე ფანჩატურის და კიოსკის
მოწყობის სამუშაოები; მათი განთავსება უნდა მოხდეს ისეთ სივრცეებში სადაც
3
შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მოხვედრა შესაბამისად მოპირკეთებული
ბილიკების მეშვეობით.
2. სკვერის ერთიან გენგეგმასთან შეთანხმებული პერიმეტრის შემოღობვის მოწყობა.
ჩამონათვალი საკამოდ ვცელი და მომხიბვლელია , თუმცა ამასთან თუ როდის დაიწყება მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია ამის დაკონკრეტებით ქუთაისი მერიას თავი არ შეუწუხებია. არადა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გარკვეული სარებილიტაცია სამუშაოები უკვე ჩატარდა, თუნდაც შეიღება და მოწესრიგდა პარკის შესასვლელი სვეტები, რაც თავისისთავად მინიმალურია დოკუმენტის მასშტაბურობასთან შედარებით.