სასამართლო ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე “სავანე”-ს შესახებ გადაწყვეტილებას 27 ოქტომბერს 11:00 საათზე გამოაცხადებს.
“ქუთაისის მერიის შუამდგომლობით 155 გვერდიანი დოკუმენტის, წაკითხვის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ ჩვენს ადვოკატებს, არც თავად მოსამართლეს არ ჰქონდა წაკითხული ეს დოკუმენტი ისე უნდოდა გადაწყვეტილების მიღება” – ამბობს სანაყინე “სავანეს” მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე “სავანე” შესაძლოა, დაანგრიოს. დღეს ქუთაისის საქალაქლო სასამართლოში სხდომა იყო ჩანიშნული, სადაც შენობის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამხდარიყო ცნობილი.
“სავანეს” მფლობელების განმარტებით, მერია კაფესა და მის გვერდით მდებარე საპირფარეშოს დემონტაჟს, მათ ადგილებზე კი ახალი ობიექტის აშენებას გეგმავს. კაფეს შენარჩუნების მიზნით კი, მფლობელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, პარალელურად დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.
ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც “სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს.










