ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის თავის გამომწერებს უზიარებს 12 რჩევას, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის დაგეხმარებათ:
1. მიირთვით ყოველდღე – მინ. 3-ჯერ, ხოლო მაქს-5 ჯერ-ზომიერი ულუფებითა და 2-4 საათის ინტერვალით. ამავდროულად, გახსოვდეთ, საკვები უნდა მიიღოთ ნელა, დააგემოვნოთ თითოეული პროდუქტის და კერძის უნიკალური გემო. კვებისადმი ასეთი მიდგომა დანაყრებისა და კმაყოფილების განცდას უწყობს ხელს;
კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ;
დილას საუზმემდე მინიმუმ 30 წუთით ადრე დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება,
2) წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის;
3) დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ ხილს, მიირთვით ცოცხლად ან სმუზის სახით. ამასთანავე უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე 2-3 საათით ადრე;
4) კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით;
5) ყურადღება მიაქციეთ საკვებში მარილის, სუნელების, შაქრის რაოდენობას, რათა არ შეაკავოთ ორგანიზმში თქვენ მიერ მიღებული სითხე, სითხის შეკავება ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის არასასურველია, ეს წონის კლების შეჩერებას ან შენელებას იწვევს;
6) არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი;
7) უმჯობესია დაძინებამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე ივახშმოთ, ასე ძილი უფრო მშვიდი, ღრმა გექნებათ და კარგად გამოიძინებთ;
8) ვახშმიდან მეორე დღის საუზმემდე კარგი იქნება მინიმუმ 12 საათიანი უზმო ინტერვალი;
9) მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი; სხვათა შორის, დღე-ღამის ძილის რიტმის დარღვევაც პირდაპირ აისახება წონის ცვლილებაზე. ღამის ძილის ნაკლებობა გასუქებას უწყობს ხელს;
10) მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა: ფეხით სიარული, ცურვა, პილატესი და ა.შ კვირაში 3-4 ჯერ;
11) ისწავლეთ სტრესის მართვა. გახსოვდეთ რაც გაღიზიანებთ, გაბრაზებთ და გაშინებთ-ის გმართავთ კიდეც!.
12) ისწავლოთ აგრესიული ენერგიის თქვენთვის საყვარელ საქმეში რეალიზება და აგრესიის კონსტრუქციული გამოყენება; უნდა გაიწაფოთ იმაში, რომ აგრესია გამოიყენოთ „საწვავად“ თქვენი მიზნებისთვის.










