დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ახალ მიმართვას ავრცელებს. ის კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინის მთავრობასა და ხალხს, რუსებს კი მოუწოდებს, შეაჩერებინონ თავიანთ პრეზიდენტს უსამართლო სისხლიანი ომი.
ჯონსონის თქმით, მსგავსი სისხლისღვრა ევროპას ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს და ის დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, რადგან მსოფლიოს თავისუფალი და სუვერენული უკრაინა სჭირდება.
თავის გამოსვლაში ბორის ჯონსონი რუსებსა და უკრაინელებს თავიანთ მშობლიურ ენებზეც მიმართავს.
“უკრაინის ქუჩებსა და მინდვრებში განვითარებული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა ტრაგედია. მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები და უდანაშაულო მოქალაქეები იღუპებიან, ტანკები მოძრაობს ქალაქებსა და სოფლებში, ჭურვები ცვივა ციდან განურჩევლად ყველას თავზე.
ერთი ან მეტი თაობა გავიდა მას შემდეგ, როდესაც ევროპამ ბოლოს იხილა ასეთი სისხლისღვრა და ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ამას აღარასოდეს ვნახავდით. გაერთიანებული სამეფოს ხალხი დგას უკრაინელი დებისა და ძმების გვერდით, როდესაც მათ სამშობლოზე ასეთი გაუმართლებელი თავდასხმა ხორციელდება. მივესალმებით თქვენი მთავრობის, სამხედროებისა და ხალხის სიმამაცესა და პატრიოტიზმის. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და როგორც პრემიერმინისტრი, ყველა ბრიტანელის სახელის ვამბობ – დიდება უკრაინას!
ეს არის ტრაგედიაა უკრაინისთვის და ასეთივე ტრაგედიაა რუსეთისთვის. უკრაინის მსგავასად, რუსეთიც დიდი ქვეყანაა თავისი მდიდარი ისტორიითა და ამაყი ხალხით. უკრაინელების მსგავსად, რუსეთის პოეტებმა და ხელოვანებმა ჩვენი კულტურის ფორმირება მოახდინეს. რუსი ჯარისკაცები ასე თამამად იბრძოდნენ ჩვენს მხარდამხარ ფაშიზმის წინააღმდეგ. მაგრამ პუტინის ქმედებები იწვევს რუსეთის სრულ იზოლაციას, რადგან დანარჩენი მსოფლიო მას ზურგს აქცევს. ხდება ეკონომიკური სანქციების მსხვერპლი და იფლობა უაზრო, სისხლიან ომში, რომელმაც უკვე უამრავი უკრაინელი და რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ისინი ვეღარასოდეს იხილავენ თავიანთ ოჯახებს.
მივმართავ ჩემს რუს მეგობრებს, მე არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელითაა. ამ ტრაგედიის, კრიზისის დასრულება შესაძლებელია და ის უნდა დასრულდეს, რადგან მსოფლიოს თავისუფალი და სუვერენული უკრაინა სჭირდება. დიდება უკრაინას!”, – ამბობს ბორის ჯონსონი ვიდეო მიმართვაში.