აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვატიკანის მეთაური, პაპი ლევ XIV გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არ სურს ასეთი ადამიანი კათოლიკური ეკლესიის სათავეში. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გაავრცელა.
ტრამპის შეფასებით, პაპი „სუსტად რეაგირებს დანაშაულზე და საგარეო პოლიტიკას არაეფექტურად მართავს“. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პონტიფიკოსის პოზიციისა და ვენესუელაში ამერიკის ქმედებების კრიტიკის გამო.
ამასთან, ტრამპმა ვატიკანის ხელმძღვანელს „უმადურობაც“ დასდო ბრალად და განაცხადა, რომ მისი არჩევა შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ამერიკულ წარმომავლობასთან და ვაშინგტონთან ურთიერთობების ფაქტორთან.
მედიის ინფორმაციით, ტრამპის განცხადება მოჰყვა პაპი ლევ XIV-ის ბოლო კომენტარს, სადაც მან ირანში მიმდინარე ომის მიზეზად „ყოვლისშემძლეობის მანია“ დაასახელა.










