ჩვენ, ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების 34 წარმომადგენლის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს.
„პირველ რიგში, ვაფიქსირებთ პატივისცემას პრინციპული პოზიციისადმი, არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები. თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარ წესდებების მიხედვით და ემსახურებით მხოლოდ ქართველ ხალხს. თქვენი მისია – ქალების, ბავშვების, მშრომელთა, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა – დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ თქვენს ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს. ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA)-ს თანახმად, თქვენი ორგანიზაციები არ ექვემდებარებიან მსგავს რეესტრში რეგისტრაციას. ვაფასებთ თქვენს სიმამაცეს და შეუპოვრობას, რომლითაც აგრძელებთ საქმიანობას უსამართლო თავდასხმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარის პირობებში. თქვენი შრომა აუცილებელია საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად.
თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა“,- ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების ხეოლმომწერი ორგანიზაციები არიან: „ევროპის ფონდი სამოქალაქო იდეა“- Europe Foundation; „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“- Civic Movement for Freedom; „ყვარლის ევროკლუბი“- EuroClub Kvareli; „სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი“; „საქართველოს ევროპული ორბიტა“-Georgia’s European Orbit; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“-Economic Policy Research Center ‒ EPRC; „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“- Civil Solidarity Fund; „სასამართლოს გუშაგი“ -GeorgianPrevention For Progress; „პრევენცია პროგრესისთვის“-Prevention For Progress; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“- (DRI); „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“- (EGI); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია- Georgian Young Lawyers’ Associatio“; „მწვანე ალტერნატივა“- Green Alternative; „უფლებები საქართველო“- Rights Georgia; „ინფორმაციის თავისფლების განვითარების ინსტიტუტი“ –IDFI; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ – GDI; „თბილისი პრაიდი“; „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი’ Tolerance and Diversity Institute (TDI); „საქართველოს მომავლის აკადემია“ Georgia’s Future Academy; „მედიაომბუდსმენი“ Mediaombudsman; „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“- Georgian Charter of Journalistic Ethics; „ბათუმელები“- Batumelebi.ge; „ნეტგაზეტი“- netgazeti.ge; „პროაქტივ ჯგუფი საქართველო“; „მედია კლუბი“ Media club; „სტუდია რე“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-HRC; „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“; EECMD – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“; „კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“ International Center on Conflict and Negotiation; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“; „სამოქალაქო იდეა“- Civic Idea; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ – Women’s Initiative Supporting Group.
ცნობისთვის, ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაც ედავებიან „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას, ასევე, სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში. მათი განმარტებით, მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის თანახმად, რუსული კანონების შესაბამისად ცხოვრებას არ აპირებენ, ამიტომ, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდებიან.