გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიულ ტაო-კლარჯეთში იმყოფებოდნენ.
“დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში.პირველ რიგში მინდა გითხრათ თუ რამდენად ბედნიერები და ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდით ამ შესანიშნავი კუთხიდან.ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოს ისტორიულ კუთხეში და მოვინახულეთ უდიდესი ქართული კულტურის მქონე ძეგლები.აუცილებლად გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ,ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მოგზაურობის დაგეგმვაში.ფატი ჩიქოვანი,და მანანა გელენიძე ადამიანები რომელის დაწერილმა პროექტმა გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მაკ ჯორჯია აჩუქა. მაკ ჯორჯია, რომელმაც ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, გააფერადა და ბედნიერება მოგვანიჭა. მათ გარეშე ეს ყველაფერი უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. ჩვენი რეჟისორი ბატონი ნიკოლოზ ჯანგავაძე. მისმა დაუღალავმა შრომამ და ძალისხმევამ ამაოდ არ ჩაიარა.ბოლოს, ჩვენი დასის სახელით,უდიდესს მადლობას ვუხდით ხონის მერს, ლადო ჯურხაძეს, რომ მოგვცა შესაძლებლობა გვენახა ისტორიული საქართველოს უძველესი ძეგლები.” – წერს გორდის საჯარო სკოლა თავის ფეისბუკ გვერდზე.
“უსაყვარლესი და ძალიან კარგი თაობა გვყავს. გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვახლდით ტაო-კლარჯეთში სამოგზაუროდ. შევცქეროდით და გვიხაროდა, რომ ასეთი მომავალი თაობა მოდის.
არ იდარდოთ, ესენი დაამშვენებენ საქართველოს!” – წერს სოციალურ ქსელში ზურა ბაუჟაძე.
მიმდინარე წლის მარტში გორდის საჯარო სკოლის მაკ ჯორჯიას თეატრალური დასი, ნიკოლოზ ჯანგავაძის რეჟისორობით მაკ ჯორჯიას თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული სპექტაკლი: „ესეც-ჩვენი სამშობლოა.










