LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,არ ვიცოდი საქმის დეტალები. სულ სხვანაირი, არასწორი წარმოდგენა მქონდა მომხდარზე”-რას წერს ცნობილი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

,,არ ვიცოდი საქმის დეტალები. სულ სხვანაირი, არასწორი წარმოდგენა მქონდა მომხდარზე”-რას წერს ცნობილი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

დაპოსტა 2020/05/11-ში
A A
327
ნახვა
გაზიარება

 გუდაურში მომხდარი მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებულის, ყოფილი სამხედრო პირის უფლებებს ცნობილი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე იცავს და როგორც იგი აცხადებს, მზადაა ბრალდებულის უდანაშაულობა დაამტკიცოს:

,,ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა გაქვს საშუალება იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ.

როდესაც გავიგე გუდაურში მომხდარის შესახებ, მალევე გავრცელდა გარდაცვლილი ახალგაზრდას ფოტოები. ვფიქრობდი, ეს ბიჭი როგორ მოკლეს თქო, “მკვლელის” მიმართ აგრესია გამიჩნდა.

იმავე საღამოს დამირეკეს და მთხოვეს რომ სურდათ ჩემი ერთ საქმეში ჩართვა. როდესაც გავიგე რომ სწორედ გუდაურის საქმეზე ჩართვას მთხოვდნენ, ვიფიქრე რომ ოჯახის ახლობლებს მხოლოდ ზრდილობის გამო შევხვედროდი და თავაზიანად მეთქვა უარი საქმეში ჩართვის თაობაზე. არ ვიცოდი საქმის დეტალები. სულ სხვანაირი, არასწორი წარმოდგენა მქონდა მომხდარზე.

შევხვდი ოჯახის ახლობლებს, გავესაუბრე დაკავებულ კობიაშვილს, გავეცანი ვიდეო ჩანაწერებს და ნათლად დავინახე, რომ მერაბ კობიაშვილი იყო აბსოლუტურად უდანაშულო!
ნათლად დავინახე, რომ დადასტურდა იმ ყველაფრის სიმართლე, რაც მერაბ კობიაშვილმა მომიყვა.

საშინელი სანახავი იყო როგორ ლაჩრულად უსწორდებოდა 5-10 კაცი ძირს წაქცეულ ვაჟკაც ადამიანს. როგორ ცდილობდა ის გაცლოდა და როგორ აგრძელებდნენ თავდასხმას. დავინახე როგორ დააგდეს ძირს (რამდენჯერმე), ურტყეს თავში გამეტებით, აფურთხეს და დაამცირეს. ნათლად დავინახე როგორ არ მიყვნენ მის სახლთან და ეძებდნენ, მერაბი კი გარდაუვალი თავდასხმის თავიდან აცილებას ფეხის თითში სროლით ცდილობს, როცა შეუძლია უმძიმესი დაზიანებები მიაყენოს თავდამსხმელებს.

ნათლად დავინახე ფეხის თითში სროლის შემდეგაც როგორ გაგრძელდა თავდასხმა, როგორ დაუწყეს იარაღის წართმევა, დაჭრეს, დააგდეს ძირს და მოქცნენ ზემოდან. სწორედ ამ დროს, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ხდება ერთ-ერთის მიმართ სასიკვდილო გასროლის განხორციელება.

ნაცემ და დამცირებულ პროფესიონალ ჯარისკაცს შეეძლო თავიდანვე დაეხოცა თავდამსხმელები, მაგრამ მან არაადამიანური მოთმინება და ჰუმანურობა გამოიჩინა.

გამაოცა მისმა მოთმინებამ. ვერც მე და ვერც ადამიანების 99% ამდენს ვერ მოითმენდა.
ალბათ მის ადგილას თავდასხმის საფრთხეს კი არ დაელოდებოდა და ფეხის თითში კიარ ესროდა, ყველას თავში დაახლიდა ტყიას ამდენი ცემისა და დამცირების მერე.

გუშინ კი გამოვიდნენ დაზარალებულის ადვოკატი (პროკურორთან ერთად) აჩვენა ფეხის თითში სროლის ვიდეო და საზოგადოებას უთხრეს, ტყუილი- მერაბმა სამი ტყვია დაუშინა გარდაცვლილსო. არ აჩვენა მთავარი- გასროლის კადრი, როცა დაჭრილ მერაბს რომ ზემოდან მოექცნენ და ცემაში კლავენ.

მთელი ამ დროის განმავლობაში ბევრ რამეზე არ ვსაუბრობდი, რომ გარდაცვლილს შეურაცხყოფა არ მივაყენო, არ მითქვამს არცერთი ტყუილი, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარისგან ამდენი ტყუილი უკვე მიუღებელია. შეგნებულად არ ვამახვილებდი ყურადღებას იმ მტკიცებულებებზე, სადაც ჩანს თუ როგორ ატყუებდნენ, სცემდნენ ტურისტებს და რა მდგომარეობაში იყვნენ გათამამებული ახალგაზრდები, რომლებიც პოლიციას არაფრად აგდებდნენ.

მერაბ კობიაშვილის საქმეში ჩართვის ერათადერთი მიზანი იყო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი. ამ საქმეში ჩართვის დროს არ მქონია ფინანსური მოტივაცია, მქონდა და მაქვს მხოლოდ პროფესიისა და სიმართლის სიყვარული.

ყოველთვის მზად ვარ, დავიცვა მსგავსი ვაჟკაცი ადამიანები (თუნდაც სრულიად უანგაროდ)!
გავაკეთებ ყველაფერს, რომ უსამართლობას არ გავამარჯვებინო!

ამ ბრძოლასაც ბოლომდე მივიყვანთ და ყველა დაინახავს შედეგს- გამამართლებელ განაჩენს!

მერაბი გამართლდება, გათავისუფლდება და დაბრუნდება ქართული ჯარის, ქართული სახელმწიფოს სამსახურში!

რაც შემეხება მე- ყველა წინააღმდეგობა და სირთულე უფრო მეტად მაძლიერებს!
დარწმუნებული ვარ, ამ საქმესაც, ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, თანამებრძოლებთან ერთად მოვიგებ!- წერს ტარიელ კაკაბაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

 

გაზიარება147

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს რამდენმა მოქალაქემ დაარღვია ამერიკის B1/B2 კატეგორიის ვიზის პირობები

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ვიზებზე ვადაგადაცილების 690 შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის 2024 ფისკალური წლის "ქვეყანაში შესვლა-გასვლისა და ვიზის ვადაგადაცილების" ანგარიშშია აღნიშნული. სწორედ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 724 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.41%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის მოთხოვნა „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“”

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
All news

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა პატრიარქ ილია მეორეს გასვენებაში მიიყვანონ, „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“. როგორც პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის მოთხოვნა მიიღეს. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7264 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7264 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7189 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ილია მეორის პატივის მისაგებად უფასო ტრასნპორტი ხონიდან 20 მარტს გავა

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
რას აკეთებს ხონის მერია მიუსაფარი ძაღლებისთვის
მთავარი

ილია მეორის პატივის მისაგებად ტრასნპორტი ხონიდან ხვალ გავა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ელისო ჯიქია ავრცელებს: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამგლოვიარო ცერემონიალთან დაკავშირებით, 20 მარტს ხონის მუნიციპალიტეტიდან გამგზავრების მსურველებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება....

დაწვრილებითDetails

„ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“ – მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
„ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“ – მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა
მთავარი

მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, სალო კბილაშვილი ავრცელებს. „წავიდა ჩემი მამიკო მონატრებულ შვილთან. ვეღარ გაუძლო გულმა და გაჩერდა…“, - წერს მომღერლის და ფეისბუქის გვერდზე. შეგახსენებთ, 2023 წლის...

დაწვრილებითDetails

მთავრობამ რაჭაში ინვესტორს ჰესების მშენებლობისთვის მიწები 49 წლით გადასცა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
რამდენ ლარს დახარჯავს “ენერგეტიკის განვითარების ფონდი” – ჰესების პოპულარიზაციაში
მთავარი

საქართველოს მთავრობამ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში არასასოფლო მიწის ნაკვეთები კომპანია „განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა. 533-ე და 534-ე განკარგულების მიხედვით, ინვესტორმა ყოველწლიურად, ჯამში 73 245 მ²-ის მიწით სარგებლობის...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხა მთავრობამ 6 459 050 ლარით გაზარდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
სახლები და სათავსოები დატბორილია, დაიხოცა ფრინველი – იმერეთში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 6 459 050 ლარით 33 991 650 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 523-ე განკარგულებიდან ირკვევა....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ავტოპარკის განახლებაში შესაძლოა ჩინური კომპანია ჩაერთოს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
ქუთაისის ავტოპარკის განახლებაში შესაძლოა ჩინური კომპანია ჩაერთოს
მთავარი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მოადგილეებთან და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, ჩინური კომპანიის „იუტონგის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „იუტონგი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ავტობუსების წარმოების მიმართულებით.შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და ჩინურ...

დაწვრილებითDetails

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები
მთავარი

გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო, ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე - გამავალი ხალხი რომელი კარიბჭიდან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"