“არ ვიცი ვინ ჰყავს მრჩეველი განათლების მინისრს, მაგრამ განათლების მინისტრი ვერ დაასახელებს ვერცერთ ევროპულ ქვეყანას, სადაც პრემიერმინისტრს, რომლის ქვეყანაშიც 35% ბავშვების შიმშილობს სამთავრობო თვითმფრინავით, ჩარტერით ჩაჰყავს საკუთარი შვილი, პენსიონერი მამის ნაჩუქარი ფულით, ამერიკაში. ქვეყანაში, სადაც 35% ბავშვების სრულად შიმშილობს და 77% ამბობს, რომ განიცდის ნაწილობრივ შიმშილს, განათლების სამინისტროს მართებს ბევრად მეტი ოპერატიულობა იმისი, რომ უფასო კვების პროგრამა დაიწყოს სწრაფად და ხარისხიანად. და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში წლობით იწელება, არ არის არგუმენტი განათლების სამინისტროსთვის” | ამბობს დეპუტატი, ანა წითლიძე განათლების მინისტრის განცხადების პასუხად, რომელმაც თქვა რომ “ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ თქვენ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენის ადამიანისთვის სახელმწიფო აფინანსებს”
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი დღეს, შესაძლოა, ნევროზულობა და ხასიათის მოულოდნელმა ცვლა გარკვეული უთანხმოების მიზეზი გახდეს. ექსპერიმენტებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო დღეს არ არის. კურო დაკავდით ოჯახის საკითხების მოგვარებით. ნურაფერს შეეჭიდებით...










