LIVE TV
ორშაბათი, ოქტომბერი 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“არ დაიჯეროთ, რომ “ქართული ოცნება” იმარჯვებს ხვალ” – ნუგზარ კოხრეიძე

დაპოსტა 2024/10/25-ში
32
ნახვა
გაზიარება
არასამთავრობო ორგანიზაცია “RICDOG”- ის ხელმძღვანელი, ნუგზარ კოხრეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოუწოდებს ამომრჩევლებს მივიდნენ არჩევნებზე, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა. წვიმა პირიქით ამცირებს გაყალბების შანსებს.
ხვალ საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა გამოცხადებული
წვიმა გაყალბების ერთ-ერთი კარგი საწინააღმდეგო ამინდია
წვიმაში “არამოტივირებული ორგანიზებული” ამომრჩეველი ნაკლებად მოდის ან უფრო ძვირად უფასებს მის მაორგანიზებელს მის მობილიზაციას 🙂
წვიმაში “გადასატანი ყუთის მიღმა დარჩენილი ხანში შესული ადამიანების” ორგანიზებული მიყვანა მაღალი რისკის შემცველია 🙂
წვიმაში პასუხისმგებლიანი, მოტივირებული და გააზრებული არჩევანის მქონე ადამიანები ინდომებენ არჩევნებზე მისვლას.
ამიტომ წვიმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხვალ, ერთი მხრივ გაყალბების შემცირების, ხოლო მეორე მხრივ მოტივირებული ამომრჩევლის სწორი შედეგის ჩვენებით.
მოტივირებული ამომრჩეველი, როგორც წესი, კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველია, რომელსაც ცვლილებები სურს, რომელსაც გააჩნია პროტესტი და მზადაა ნებისმიერ ამინდში ხმის მიცემით გამოხატოს მისი დამოკიდებულება.
წვიმა გამარჯვების ამინდია!
არ შეგეშინდეთ არც ხვალინდელი და არც მომდევნო დღეების!
არ დაიჯეროთ, რომ “ქართული ოცნება” იმარჯვებს ხვალ. ამას რაციონალური ახსნა აქვს და აი არგუმენტები.
“ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 48% აიღო. სულ რეგისტრირებული 3 511 853 ამომრჩეველი იყო, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა კი – 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო.
“ქართულმა ოცნებამ” პროპორციული წესით 60 მანდატი მიიღო და დანარჩენი მაჟორიტარებით შეავსო (ახლა მაჟორიტარული წესი აღარაა) და ჯამში + – 84 დეპუტატი ჰყავდა.
ოპოზიციამ, მაშინ ერთიანობაში 60 მდე მანდატი მიიღო. აქედან ზოგმა უარი თქვა საპარლამენტო საქმიანობაზე.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი “ქართულმა ოცნებამ” 40,39% აჩვენა საერთო მონაცემებით, რაც 8% ნაკლებია ვიდრე საპარალამენტო არჩევნების მაჩვენებელი. დარჩენილი პროცენტები კი პოლიტიკურ ოპოზიციაზე გადანაწილდა + ნაშთი.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნები განსხვავებულია როგორც პროცედურით (ტექნოლოგიური) ისე მნიშვნელობით ვიდრე წინარე არჩევნები:
1. კრიტიკული არჩევნებია, რაც მონაწილეობას დაახლოებით 10% მდე მაინც გაზრდის. როგორც წესი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ხარჯზე.
2. სრულად პროპორციულია, რაც ნიშნავს, რომ მაჟორიტარების ხარჯზე ვეღარ შეივსება დეპუტატთა რაოდენობა. ანუ მინიმუმ 20 დან 30 მდე დეპუტატი გამოაკლდება უმრავლესობის მოპოვების მსურველ პარტიას. მაჟორიტარული სისტემის მეშვეობით პროპორციული 48% “ქართულმა ოცნებამ” გაზარდა 76% მდე.
3. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით იქნება ეს არჩევნები, სადაც გაყალბების დახვეწილი გამოცდილება ამ ეტაპზე არ არსებობს, ამიტომ თუ ვინმე გაყალბებას მოინდომებს ამოყობს თავს შარში და იქნება ძალიან ხილული. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანური რესურსის დეფიციტია ყველა საარჩევნო კომისიაში, განსაკუთრებით ცოდნის (გაყალბებას კი განსაკურებული სიფრთხილე და “ცოდნა” ჭირდება, მითუმეტეს გამოუცდელი ტექნოლოგიის პირობებში) და პროფესიონალიზმის თვალსაზრისითაც.
4. “ქართული ოცნება” 12 წელია ხელისუფლებაშია და მოსახლეობას მისით გადაღლილობის მომენტიც აქვს. ეს ხშირად უფრო დიდი გამოწვევაა პარტიისთვის ვიდრე მათი მტკიცება “მშვიდობა გვინდა” :))) ადამიანები არ თვლიან თავს უმადურებად ამ შემთხვევაში და აქ მარტივი ლოგიკა მუშაობს: “სულ ხო მაინც ვერ იქნებიან და ახლა “ცოტა ხანი” დაისვენონ”.
5. ოპოზიცია განსხვავებულია ვიდრე წინა არჩევნების პროცესში. 1. იმიტომ რომ მეტნაკლებად შეძლეს გამსხვილება და განსხვავებულობის წარმოჩენა; 2. არ აყვნენ “ქართული ოცნების” ტრიუკებს; 3. საარჩევნო კამპანიაში აჩვენეს ხალხმრავლობა და ზოგიერთებმა ეფექტური კამპანიაც; 4. ვფიქრობ, ექნებათ ორგანიზებული საარჩევნო პროცესი არჩევნების დღეს.
6. ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ამ არითმეტიკაში არის ბოლო დროს ხალხმრავალი მიტინგები და მოსახლეობის აშკარა მოთხოვნა “კოალიციურ მთავრობაზე”.
თუ ჩემი ეს არგუმენტები მისაღებია, მაშინ ხვალ მოსალოდნელია შემდეგი:
1. მოსახლეობის მაღალი ჩართულობა. შეიძლება იყოს 60-65% ფარგლებში – რაც მიუნიშნებს, რომ სავარაუდოთ იქნება კოალიციური ან ტექნიკური მთავრობა;
2. “ქართული ოცნება” მიიღებს (წესიერების ფარგლებში 25-32%), ხოლო – 35-38% (აქ მანიპულაციების ვერსიებიც შედის). თუ აიღო 40% მეტი – ნიშნავს რომ დაახლოებით 6% მანიპულაცია იყო, თუ მეტი პროცენტი აიღო, ნიშნავს რომ 10% მეტი მანიპულაცია განახორციელა. ორივე შემთხვევაში გაყალბება იქნება საგრძნობი და ყველასთვის ხილული. მანიპულაციაში ვგულისხმობ, როგორც ხმების პირდაპირ გაყალბებას, ისე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოსყიდვას არჩევნებზე არ მისვლით, სპეციალური ბარიერების შექმნა ადამიანებისთვის რომ შეამცირონ ხმის მიცემის შესაძლებლობა და სხვა მრავალი ტრიუკი.
3. ოპოზიციის რეიტინგები, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ გაიზარდა და არა შემცირდა. მაჟორიტარული სისტემის გარეშე, 2020 წლის მსგავსადაც კი “ქართულმა ოცნებამ” 48% რომ აიღოს 60 მდე მანდატს მიიღებს 90 ოპოზიციის მანდატის საპირწონედ.
მაგრამ, 8% კლება 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩვენებით ამბობს, რომ ნაკლებ სავარაუდოა ახლა მათ ისევ 8% მოემატა ხმები. პირიქით, ვფიქრობ ყველა გრძნობს, რომ რუსული კანონის, დასავლეთთან პირდაპირი დაპირისპირების ფონზე, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების და სხვა მათ კიდევ მინიმუმ 6-7% მოაკლდათ (ეს თუნდაც გახარიას პარტიის მზარდ რეიტინგში ჩანს, რომელიც ძირითადად “ქართული ოცნების” ყოფილ ამომრჩეველს აერთიანებს).
ამას დამატებული აქტიური ხმები საზღვარგარეთ, მაღალი სადამკვირვებლო ორგანიზება და უპრეცედენტოთ ფართო მასშტაბის დაკვირვება უბნებზე უბრალო მოქალაქეების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და სხვა.
ანუ უმრავლესობის მისაღებად მითუმეტეს საკონსტიტუციოსთვის ისეთი მასშტაბური მანიპულაცია უნდა ჩაატარომ, რომლამის ყოველ მეორე ოჯახმა გაიგოს, რომ ამას სჩადიან. ან საკუთარ თავსვე უნდა მოუწყონ რევოლუცია, რაც ბრახაბრუხს უფრო ჰგავს ვიდრე რეალობას. საერთოდ, ბატონ ბიძინას უყვარს “ბლეფზე” თამაში, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა.
არანაირი რაციონალური და პრაგმატული თვალსაზრისით შანსი ვინმემ ახალი მოწვევის პარლამენტში უბრალო უმრავლესობაც კი მიიღოს არ არის. სურპრიზები შეიძლება მოხდეს. ეს მიღმაა ხილული ამბებისგან, თუმცა ძალიან დაბალია შანსი.
ამიტომ, თამამად მიდით არჩევნებზე. მიდით ისინიც ვისაც არ გადაგიწყვეტიათ ვის აძლევთ ხმას. მიდით და მაინც გააკეთეთ არჩევანი, რადგან ახლა ჩვენ ვირჩევთ ევროპას.
კიდევ ერთხელ და მრავალჯერ!
წინ, საქართველო, წინ! იარე, მხოლოდ, წინ!
გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

“რუსეთის საომარი ეკონომიკა უკვე დასუსტებულია და უფრო დავასუსტებთ ” – კაია კალასი

ოქტომბერი 13, 2025
14
მთავარი

მალე რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლების წინააღმდეგ ახალ ზომებს მივიღებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან...

დაწვრილებითDetails

მძღოლები რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ოქტომბერი 13, 2025
65
მთავარი

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა - შეკრებილები სატვირთო გადამზიდავები და მძღოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ქართველი მძღოლების დაჯარიმება და დეპორტაცია დაიწყო,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 13, 2025
12
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე შვიდ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ღირებულება შეიცვალა – ნახეთ ვალუტის განახლებული კურსი

ოქტომბერი 13, 2025
23
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7111 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

მიწა ნელ-ნელა სოფლისკენ გადაადგილდება- რა მდგომარეობაზე საუბრობენ სოფელ ლაშხევში

ოქტომბერი 13, 2025
163
მთავარი

ლაშხევი - სოფელი, რომლისკენაც მიწა მოდის გვირაბების მშენებლობის შემდეგ, ტონობით მიწის მასა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშხევის სიახლოვეს დაყარეს. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ ნიადაგმა დეფორმირება დაიწყო, მაღლა აწეული ფენა ნელ-ნელა სოფლისკენ...

დაწვრილებითDetails

დაფიქსირდა ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა

ოქტომბერი 13, 2025
649
მთავარი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს....

დაწვრილებითDetails

საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია – სახალხო დამცველი შპს „რეფორმერ ფიტნესზე“

ოქტომბერი 13, 2025
8
მთავარი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შპს „რეფორმერ ფიტნესის“ ხელმძღვანელს, გიორგი ფუტკარაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „რეფორმერ ფიტნესის“ მიერ გავრცელებული...

დაწვრილებითDetails

ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება-სუს-მა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

ოქტომბერი 13, 2025
117
ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ...

დაწვრილებითDetails

გზა მოდინახეს ციხესკენ – ფოტო სოც. ქსელში ვრცელდება

ოქტომბერი 13, 2025
119
მთავარი

"საჩხერიდან მოდინახეს ციხესკენ მიმავალ გზას რომ შეხედოთ, ისეა განათებული, გეგონება არაფერი დაგაბრკოლებს გზაზე, მაგრამ უცებ ასეთ რამეს გადაეყრებით... გზად სადმე ქალაქში პატრულს თუ ნახავთ და კითხავთ, პასუხად გეტყვიან - რავი,...

დაწვრილებითDetails

“ვიბლიანი მაღაზიაშივე უსწორდება მოზარდს ფიზიკურად”-თათია მაისურაძე

ოქტომბერი 13, 2025
204
მთავარი

სოციალურ ქსელში მაღაზია 2 ნაბიჯის კამერების ვიდეომასალა ვრცელდება, სადაც არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელის, ხატია ვიბლიანის მიერ მოზარდის მიმართ ჩადენილი ძალადობის ამსახველი კადრები ჩანს. ვიდეოს თათია მაისურაძე ავრცელებს. მაისურაძის ინფორმაციით, თვითმხილველ პირთა მტკიცებით,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».