“არ დაგვიდგამს “პაკლონი“ რადგან სამოქალაქო იყო სულიც, ტაშიც და ფორმებიც.
თვითონ შევიჭერით მაყურებლის აღტაცებულ თვალებში! ორივეჯერ!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზეკო ხაჩიძე, ბლოგერი და სამოქალაქო თეატრის მსახიობი “ქუთაისური ისტორიების” შესახებ წერს და პრემიერას ეხმაურება.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენზე უფრო ნიჭიერებში, ჩვენზე უფრო პატრიოტებში, ჩვენზე უფრო თეატრალურებში, ჩვენზე უფრო სოლიდარულებში ყველა იმ ტკივილთან, რაც ებრაელ ხალხს, ქუთაისელ “სცენისმოყვარეებს“ და მათ გმირ შვილებს ვუძღვენით.
არცერთ “ჩვენებაზე“ არ გვითხოვია “ტელეფონი გამორთეთ“ ან “გადაიყვანეთ უხმო რეჟიმზე“ . სასწაული იყო. სუნთქვა გვესმოდა ერთმანეთის!
იღბლიანი იყო ყველა ის წუთი, რომელიც საერთო სიყვარულით გავიარეთ და ეს მართლა საერთო იყო!
არ ვიცით, რამდენი მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას.
და ჩვენი ნავსაყუდელი “არგო“ და ნათია.
და ჩვენი ტექნიკური ადმინისტრირების ჯგუფი – ნიტა, სომალი, მაკუნა, თათა და ლუკა. მათ გარეშე ვერაფერი იქნებოდა საბოლოოდ.
და ჩვენი ნიკუშა ნუცუბიძე და კობა მიშვიძე. მათ გარეშე ჟრუანტელი არ იქნებოდა ჰაერში.
საოცარი ქალაქია ქუთაისი.
ისეთი, სადაც მაყურებელი შენზე ნიჭიერია! და ამაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს!” – წერს ზეკო ხაჩიძე.
ქუთაისში “სამოქალაქო თეატრი” დაარსდა. პირველი პერფორმანსი დასმა ისრაელის თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა.
ახალგაზრდა საბა კლდიაშვილის ისტორიაც, რომელიც სამოქალაქო თეატრმა მაყურებელს წინაშე გაითამაშა, ებრაელების დევნას უკავშირდება.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქუთაისში “თეატრის მოყვარეთა დასის” დამაარსებლის, ეფრო კლდიაშვილის უმცროსი შვილი, ახალგაზრდა მეცნიერი საბა კლდიაშვილი ოდესაში პოგრომის დროს ებრაელ ხალხს გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა.