“ჯაკო ჩარკვიანი თავად მივიდა პოლიციაში დაკითხვაზე, ასე ვთქვათ, არც ერთი წუთით არ დამალულა.
კითხვები ისევ გვაქვს, რატომ დაურეკა შვილის ტოლ (ნასვამ) ბიჭებს ამ ხელისუფლების მეხოტბე მანჩო გიორგობიანმა, რატომ არ დაურეკა პატრულს და რატომ დაურეკა ისტერიით – კივილით, “მცემეს, მიშველეთო”. რატომ არ დაურეკა პატრულს, (ეს კითხვა ლეგიტიმურია და ძალადობის გამართლების მიზნით არ ვსვამ, გამორიცხულია)
კითხვა ლოგიკურია!” | წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში

დღეს გახდა ცნობილი, რომ მანჩო გიორგობიანთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანი მონაწილეობდა. გიორგობიანი დღეს დააკავეს. შსს მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება, რის გამოც, მას, 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება