ერთ-ერთი მთავარი ტურისტული სოფელი კინჩხა იცლება. 250 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ამჟამად მხოლოდ 9 მოსწავლე სწავლობს. როგორც ადგილზე გვითხრეს პირველ კლასელი არ ჰყავთ და არც უახლოეს მომავალში ელოდებიან, რადგან სოფელში ახალგარზდები აღარ დარჩნენ. მოხუცების სოფელია განცხადა ადგილობრივმა.
რთული მდგომარეობა სოფლის ბიბლიოთეკაში. დაბზარული კედლები და ჩაწეული იატაკი, ასეთ პირობებში უწევს ყოფნა ბიბლიოთეკარს ყოველდღიურად. მისი თქმით ეს პრობლემები არ ახალია. მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით დიდია მიგრაციის მააჩვენებელი, რადგან ადგილზე მოსახლეობას ელემნტარული პირობებიც კი არ აქვთ. კინჩხაში ამ დრომდე არ არის გაზი, ადგილობრივებს შეშით უწევ გათბობა, რაც კიდევ უფრო დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ კინჩხას ჩანჩქერი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოთხოვნადი ღირშესანიშნაობაა, ტურისტული ლოკაციიდან შემოსული თანხები ადგილობრივებს არ ხმარდება, ამიტომ სოფელი პერსპექტივისა და ახალგაზრდების გარეშეა დარჩენილი.