,,არჩევნები 2020″ ფარგლებში ტელეკომპანია მეგა ტვ-ს ინიციატივით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა ,,ინტერნიუსი საქართვლოს” მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის მიზანია უკეთ ინფორმირებული და ხარისხიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა.
მოწვეულ კანდიდატებს შორის იყვნენ კანდიდატები მმართველი პარტიიდან და სხვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებიდან.
თუმცა, ამომრჩევლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იოსებ კენჭაძე (ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები) , თემურ შაშიაშვილი-პ.გ. თეთრები, ნათელა ჯიმშელეიშვილი (ქართული ფესვები) და რამინ აბესაძე (ქართული იდეა)
შეხვედრის მონაწილე ამომრჩევლებმა, კანდიდატების მიმართ, კითხვები დასვეს და მოსაზრებები გამოთქვეს .
იხ. სრული რეპორტაჟი: