ასეთ მდგომარეობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტალერის, მაცხოვრებლები საუბრობენ. ამ ეტაპზე სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს . საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამუშაობის ფარგლებში გზა აამაღლა, შედეგად მის თანასწორად მდებარე სახლები გზის ქვემოთ მოექცა. ამან კი სანიაღვრეების საჭიროება წარმოშვა, რაც როგორც ადგილობრივები აცხადებენ მხოლოდ ნაწილობრივ კეთდება.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა...









